ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურული ალმანახი „პირველი სხივი“ აღადგინა. ეს არის გამოცემა, რომელის პირველი ნომერი 1950 წელს დაიბეჭდა. ლიტერატურული ალმანახი ტრადიციულად ახალგაზრდა შემოქმედთა პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, იგი წელიწადში ერთჯერ თსუ-ის სტამბაში დაისტამბება.
აღდგენილ ალმანახში, თაობათაშორის კავშირის ნიშნად, ცნობილი პირველ სხიველებიც დაბეჭდავენ ახალ ნაწარმოებებს.
სატელეფონო ჩართვა: გიორგი ლობჟანიძე – აღმოსავლეთმცოდნე; პოეტი; მთარგმნელი; განახლბული „პირველი სხივის“ რედაქტორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: