პანდემიის პირობებში ხელოვნებისა და კულტურის მაყურებლამდე მიტანის ყველაზე მოხერხებულ ფორმად ვიდეოკომუნიკაცია იქცა, რაც თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრის მესვეურთათვისაც ერთგვარ სასაუბრო ენად იქცა აუდიტორიასთან.
„ცოცხალ ემოციას ვერაფერი ცვლის და მჯერა, რომ ხელოვანი ადამიანები ამ კრიზისს ნაკლები დანაკარგით გადალახავენ. რადგან, ამ რთულ დროებაში ადამიანების ზოგადი ემოციური ფონის გაუმჯობესება მხოლოდ ხელოვნებას შეუძლია!“ – ნეკა სებისკვერაძე.
ორი წლის განმავლობაში მომზადებული რამდენიმე ფილმის, ხელოვანთა მხარდაჭერის, კულტურის მენეჯმენტისა და წინასაახალწლო სამზადისის დეტალები.
სტუმარი: ნეკა სებისკვერაძე – თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: