პიკის საათი - კრეატიული ესეების კონკურსი ინგლისურ ენაზე ხელვაჩაურში
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისე დეინა ვაისი უხელმძღვანელებს საერთაშორისო შეჯიბრს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, „ინგლისურ ენაზე კრეატიული ესეების წერაში“; წესების თანახმად, მონაწილეები ადგილზე დაწერენ ესეს თემაზე, რომელიც მათთვის კონკურსის დაწყებისას გახდება ცნობილი.
ეროვნულ დონეზე გამარჯვებულები სერტიფიკატებს მიიღებენ და მათი ესეები ბუკლეტის სახით გამოქვეყნდება.
სატელეფონო ჩართვა: ნატა ხინკილაძე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.