ფონდი „ევროარტი“ საქართველოში ახალ პროექტს „კოსმოკლუბი“ იწყებს. „კოსმოკლუბი“ ერთგვარი გაგრძელებაა 2018 წელს განხორციელებული პროექტისა „ვარსკვლავები ყველასია,“ რომლის ფარგლებშიც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს ევროპელი და ამერიკელი ასტრონავტების ორიგინალი ხელმოწერებით დამშვენებული 2 ტელესკოპი გადაეცა. „კოსმოკლუბის“ მიზანი ქართველი მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის და ზოგადად, ქართველი პუბლიკისთვის კოსმოსისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდება, კოსმოსურ მეცნიერებებში მიმდინარე პროცესებით და ახალი ტექნოლოგიებით მათი დაინტერესება, გარემოს დაცვისა და ჩვენი პლანეტის კლიმატის პრობლემების გადაწყვეტის საქმეში მათი ჩართულობა და მოქალაქეობრივი შეგნების ამაღლებაა.
პროექტის პარტნიორია თბილისის მერია.
სტუმარი: დალი უბილავა დე გრააფი – პროეტის კონსულტანტი; ფონდ „არტექოს“ და ფონდ „ევროარტის“ ხელმძღვანელი. ევროპის კოსმოსური სააგენტოს ვიზიტორთა ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: