პიკის საათი - კონსერვატორიის დიდი დარბაზი 80 წლისაა
პიკის საათი - კონსერვატორიის დიდი დარბაზი 80 წლისაა

1938-41 წლებში კონსერვატორიის შენობის რეკონსტრუქციის დროს კონსერვატორიის დიდი დარბაზი აიგო, რომელიც 1942 წლის 28 იანვარს საზეიმოდ გაიხსნა და დღემდე თბილისის საკონცერტო ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს.

1963 წელს კონსერვატორიის დიდ დარბაზში Alexander Schuke Potsdam-ის ფირმის ორგანი აკურთხეს. 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან დარბაზი 10 წლით გაჩერდა. დარბაზის აღდგენა – რეკონსტრუქცია, 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან მანანა დოიჯაშვილის რექტორობის პერიოდში დაიწყო. დარბაზი გათვლილია 500 ადგილზე, გამოირჩევა შესანიშნავი აკუსტიკით, გათვალისწინებულია როგორც კამერული, ისე სიმფონიური მუსიკის კონცერტებისათვის, ხოლო მოძრავი სცენა და საორკესტრო ორმო საოპერო სტუდიის სპექტაკლების დადგმის საშუალებას იძლევა. დიდ დარბაზს გააჩნია ციფრული ხმის ჩამწერი სტუდია, Steinway & Sons ფირმის ორი საკონცერტო როიალი და ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც  თანამედროვე საკონცერტო დარბაზების საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს.

სატელეფონო ჩართვა: მანანა დოიჯაშვილი – თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზის სამხატვრო ხელმძღვანელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

დატოვე კომენტარი