პიკის საათი - კლასიკური გიტარის შემსრულებელთა VI საერთაშორისო კონკურსი
კონკურსის ჩამოყალიბების იდეა 2013 წელს გაჩნდა, რის შემდეგაც თანამოაზრეებისა და მხარდამჭერების დახმარებით მან ყოველწლიური ხასიათი მიიღო. დაარსების დღიდან კონკურსის მხარდამჭერია, მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია „მუსიკის სახლი“, რომელიც გამარჯვებულებს ესპანური წარმოების Alhambra-ს ბრენდის ინსტრუმენტითა და სხვადასხვა წამახალისებელი პრიზებით ასაჩუქრებს. კონკურსის მხარდამჭერები არიან: თბილისის კამერული ორკესტრი „სინფონიეტა“, ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ზ.ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა და საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი „კვირა“.
სტუმრები: ვაჟა კალანდაძე და ბადრი ლომსაძე – პედაგოგები, საბა წაქაძე და ალექსანდრე ხონელიძე – კონკურსის გამარჯვებულები.