ბავშვობაში წაკითხული სათავგადასავლო წიგნების შთაბეჭდილებებით ჯერ ვეფხვების მომთვინიერებელი უნდოდა ყოფილიყო და აფრიკაზე ოცნებობდა, მერე კი მამამ და მისმა მონდომებამ გადაძალა. ხელოვნების მუზეუმის საგანძურის განყოფილების გამგე გურამ აბრამიშვილს შვილი ხშირად დაჰყავდა ექსპედიციებში და ფრესკების ასლებს აკეთებინებდა. ალბათ, სწორედ ამან განაპირობა ხელოვნებათმცოდნე ბაია წიქორიძის შეფასება, როდესაც მერაბ ამრამიშვილზე წერს: „საერთოდ, „ხატის“ მხატვარია… მიძღვნის მოყვარული, პოზიცია რელიგიურია, თაყვანისმცემლური, ყველგან ობიექტის განდიდებაა, მისით აღფრთოვანება, ახლოს მისვლა, ცნობისმოყვარეობა, მთლიანი უზურპაცია, შეყვარება… შენც გაყვარებს… ხატვა – მოფერება… ხატვა – შეყვარება…“
სატელეფონო ჩართვა: ციცინო ცერცვაძე – მერაბ აბრამიშვილის მეუღლე
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: