ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ხელოვანის მეუღლე – ლალი სეთურიძე გახსნიან. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭების შესახებ პრემიერ-მინისტრმა 8 აპრილს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა – გიორგი დონაძემ ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით 2015 წლიდან დაიწყო რეგიონებში სალოტბარო სკოლების დაარსება, სადაც ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის უსასყიდლოდ შესწავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სიმბოლურია, რომ მემორიალზე დატანილი ანზორ ერქომაიშვილის გამონათქვამი, სწორედ მომავალ თაობასა და ქართული ხალხური სიმღერის უკვდავყოფას უკავშირდება: „ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება“.
სატელეფონო ჩართვა: გიორგი დონაძე – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: