1950 წელს ესპანეთის საფეხბურთო კლუბ „ ბარსელონაში“ სლოვაკური წარმოშობის უნგრელი ფეხბურთელი, „ბარსას“ ლეგენდა ლადისლავ კუბალა გამოჩდა. ამდროიდან მოყოლებული, კატალონიური კლუბის პოპულარობა დღითი–დღე იზრდებოდა და არნახულ მასშტაბებს აღწევდა. მიუხედავად რამდენიმე რეკონსტრუქციისა, 1922 წელს აგებული სტადიონი „ლესკორტსი“, რომელიც 60 ათას ადამიანს იტევდა, გულშემატკივართათვის საკმარისი აღარ იყო. 1950 წლის 19 სექტემბერს კლუბის დირექტორთა საბჭომ „ლესკორტსთან“! ახლოს მიწის ნაკვეთი იყიდა.მაგრამ რამდენიმე თვეშ იგარიკვა, რომ ამ ადგილზე სტადიონი აშენება ქალაქის სამშენებლო კოდექსით დაუშვებელი იყო. 1953 წლის ნოემბერში „ბარსელონას“ პრეზიდენტი ფრანცისკ მირო–სანსი გახდა, რომელმაც თანამდებობაზე მოსვლისთანავე განაცხადა, რომ მისი მუშაობის პრიორიტეტი ახალი, თანამედროვე სტადიონის აგება იყო და…
1957 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა ევროპის უდიდესი სტადიონი კამპ ნოუ.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: