პიკის საათი - კამანის ბრძოლიდან 29 წელი გავიდა
პიკის საათი - კამანის ბრძოლიდან 29 წელი გავიდა

„მამა, ისე მოიქეცი, ომში კი არა, სადმე ლხინში გეგულებოდე. მე თუ მკითხავ, ყველაზე მთავარი საქმე ქართველი კაცისთვის არის აქ დგომა და ამ უტეხი ხალხის დაცვა. მე ამას ყველა ქართველი კაცის ვალად ვთვლი. ისტორიკოსი ხარ და გეცოდინება, რომ ხალხი, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა სამშობლოსათვის, გმირებად იქცნენ, ხოლო ისინი, ვინც ამ ომს გაექცა, ლაჩრებად მოინათლნენ. მე არ მინდოდა ლაჩარი მრქმეოდა. არც შენ გაგეხარდება, ვიცი, ლაჩარი შვილის ყოლა. ჰოდა, მოხრილად კი არა, წელში გამართული უნდა დადიოდე, რომ არ ავირჩიე ლაჩარი მრქმეოდა…“ – ფრაგმენტი ზურაბ გურჩიანის წერილიდან.

ზურაბ გურჩიანი 1971 წლის 23 მაისს დაიბადა; სოხუმის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი 21 წლისა იყო საკუთარი სურვილით რომ ჩაება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში და 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის II ასეულში ე.წ. „ბაგრატიონის ასეულში“ მსროლელად ჩაირიცხა.

ზურაბ გურჩიანი ერთ-ერთი იყო იმ გმირთაგან, რომლებიც 1993 წლის 5 ივლისს, აფხაზ-რუს-ჩრდილოკავკასიელთაგან კამანის დაცვისას, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ…

სტუმარი: ია ღადუა – ფილოლოგიის დოქტორი; ზურაბ გურჩიანის მეგობარი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: