პიკის საათი - „ისწავლე და დასაქმდი“
პიკის საათი - „ისწავლე და დასაქმდი“

მუნიციპალურ პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“ მონაწილეობისთვის თბილისის მერია პირველი ნოემბრიდან მოქალაქეთა რეგისტრაციას იწყებს. მასში ჩართვა თბილისში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია. პროგრამა ითვალისწინებს მშენებლობის, მომსახურების, წარმოების, დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო, ინჟინერიის და საინფორმაციო ტექნოლოგიის სფეროებში შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მომზადება-გადამზადებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებას.

ელექტრონული რეგისტრაცია 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება მერიის ვებ-გვერდზე www.Tbilisi.gov.ge, ასევე, ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge

სატელეფონო ჩართვა: ირაკლი გვილავა – თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: