შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტაო-კლარჯეთი, ისტორია და კულტურა“ ფარგლებში მომზადდა და დაიბეჭდა სამენოვანი (ქართული, ინგლისური, თურქული) ისტორიულ-კულტურული ნარკვევი „ტაო-კლარჯეთი“, რომელსაც კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარადგენს. წიგნი ერთიანი კომპლექსური ნაშრომია, რომელიც დახმარებას გაუწევს სპეციალისტებსაც და საზოგადოების ფართო წრეებსაც.
სტუმარი: ნიკოლოზ ჟღენტი – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, პროექტის მონაწილე.
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე,
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.