პიკის საათი - ირანის ისლამური რესპუბლიკის საერთაშორისო ჯილდო ქართველ ირანისტს ერგო
აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე, ჯალალ ედ-დინ რუმის ქართული თარგმანისთვის, ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოს, შაჰრიარის სამეცნიერო და კულტურული მედლის, მფობელი გახდა.
შაჰრიარის პრემია უკვე მეექვსედ გაიცა და აქამდე ოთხ ქართველ ირანისტს აქვს მიღებული – თეა შურღაიას, ლილი ჟორჟოლიანს, ნომადი ბართაიას და მაია სახოკიას. ჯილდო, მსოფლიო მასშტაბით, ირანისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გაიცემა.
სტუმარი: გიორგი ლობჟანიძე – აღმოსავლეთმცოდნე; პოეტი; მთარგმნელი; თსუ-ის ასოცირებული პროფესორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: