19 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, კოკა ბრეგაძის ლექციათა ციკლი ,,იოჰან ვოლფგანგ გოეთე – ცხოვრება და შემოქმედება“ გაიმართება. დაინტერესებული მსმენელისთვის დასწრება თავისუფალია.
19 ნოემბერი, 18.00 – „ახალგაზრდა გოეთე, ანუ გენიის წლები (1770-1775)“
26 ნოემბერი 18.00 – „ვაიმარი, ანუ სიმწიფის წლები (1775-1805)“
3 დეკემბერი, 18.00 – „მოხუცი გოეთე ანუ ორფიკული წლები (1805-1832)“
10 დეკემბერი, 18.00 – „გოეთე და ქალები, ანუ სიყვარული როგორც დაცემა და ხსნა“.
სტუმარი: კოკა ბრეგაძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: