პიკის საათი - „ინტერფეისი“ - ტვინის უჯრედებად გარდაქმნილი ადამიანის კანის უჯრედები ინსულტთან საბრძოლველად
ინსულტის გადატანის შემდეგ პაციენტების ტვინის მოტორული და მგრძნობელობითი ფუნქციების აღსადგენი ერთადერთი საშუალება ვარჯიში რომ არ იყოს, ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრი, ზაზა კოკაიას ხელმძღვანელობით, რამდენიმე წელია, რაც ალტერნატიულ გზებს ეძებს და ექსპერიმენტებს ატარებს. ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა ადამიანის კანის უჯრედები ტვინის უჯრედებად გარდაქმნეს და ისინი ვირთაგვების ტვინის ქერქში გადანერგეს. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ გადანერგილმა უჯრედებმა ტვინის მეორე ნახევარსფეროს ნეირონებთან კავშირის დამყარების შემდეგ ტვინის დაზიანებული უბნის აღდგენას შეუწყვეს ხელი.
სატელეფონო ჩართვა: ზაზა კოკაია – ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.
ავტორი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: