20 იანვრიდან სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში „ექსპერიმენტორიუმი“ დამთვალიერებელი საბუნებისმეტყველო საგნების შესახებ ისტორიული მნიშვნელობის ხელნაწერების მულაჟებს იხილავს. მათგან ერთ-ერთი – ვახუშტი ბატონიშვილის ხელით გადაწერილი ვახტანგ VI-ის ქიმიის სახელმძღვანელო – მუზეუმში სამუდამოდ დაიდებს ბინას.
რუბრიკის სტუმრები: თათია გაგუა – სახალისო მეცნიერებათა მუზეუმის „ექსპერიმენტორიუმის“ ერთ-ერთი დირექტორი,
ნესტან ბაგაური – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ავტორი: სოფო გოდუაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: