პიკის საათი - „ინტერფეისი“ - მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“-2019
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“-ს წლევანდელი ტრიუმფატორები სერვანტესის სახელობის გიმნაზიის „აია-GESS“-ის მოსწავლეები გახდნენ. მათმა პროექტებმა გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილების დასაკუთრება მოახერხეს.
რუბრიკის სტუმრები – ქეთა აფციაური და როსტომ ნიორაძე – სერვანტესის სახელობის გიმნაზიის „აია-GESS“-ის მოსწავლეები; მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“-2019-ის გრანპრის მფლობელები პროექტისთვის „თეთრი დათვი – შუქგამტარული მოქნილი მასივი სტატიკური მზის პანელის გაიდის როლში და პელტიეს ელემენტების გამოყენება ფუჭი სითბური ნაკადის უტილიზაციისათვის“.
ავტორი – სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი – ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: