ერთ დიდ და ლამაზ სახლში, ცისფერი პერანგით, ლურჯი შარვლით და გაბურძგნული თმებით სახელად „სიცილი“ ცხოვრობდა, იქვე იყო ვარდისფერ ყვავილებიან კაბაში გამოწყობილი „სიყვარულიც.“ მათთან ერთად ამ სახლის ბინადრები არიან „მწუხარება“, „გაკვირვება“, „შიში“ და „გაბრაზება“. მეთოჯინე ნატალია ინაშვილმა მეგობართან ერთად ლია შალვაშვილის წიგნების გმირები თოჯინებით გააცოცხლა და ცოტა ხანში ფართო საზოგადოებასაც წარუდგენს.
რესპონდენტი: ნატალია ინაშვილი – მეთოჯინე.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: