ისტორიული მოგზაურობების ერთი დიდი ეპოქა დამთავრდა! 18 დეკემბერს ირლანდიის ქალაქ კორკში 80 წლისა გარდაიცვალა სახელგანთქმული ბრიტანელი მოგზაური, მეცნიერი და მწერალი, კაპიტანი ტიმ სევერინი. ტიმ სევერინის მოგზაურობები მითიურ, ისტორიულ თუ ლიტერატურულ პერსონაჟთა კვალდაკვალ მთელი 60 წლის განმავლობაში აღაფრთოვანებდა თავგადასავალთა მაძიებლებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. როცა პირველად გავიგე ტიმ სევერინის სახელი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ერთ მშვენიერ დღეს მისი ერთი ყველაზე გამორჩეული მოგზაურობის მონაწილე გავხდებოდი და თანამედროვე არგონავტებად მონათლული რჩეული ოქსფორდელი ნიჩბოსნების გვერდით დავიკავებდი ადგილს სევერინის „არგოზე“ – პაატა ნაცვლიშვილი, „არგოს“ მენიჩბე.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: