პიკის საათი - „იდეოლოგია და ხელოვნება“ - თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ახალი პროექტი
შეხვედრების ახალი ციკლის შინაარსი მოიცავს XX საუკუნის საბჭოთა საქართველოს იდეოლოგიის პირობებში არსებული ტენდენციების ასახვას ხელოვნებაში. ციკლის განმავლობაში განხილული იქნება საბჭოთა პერიოდის ხელოვნების სხვადასხვა დარგის შინაარსი და ვიზუალური სახე. სალექციო ციკლის ფორმატში, სივრცე დაეთმობათ ახალგაზრდა მკვლევრებსაც, რაც საშუალებას მისცემს მათ გაუზიარონ თავიანთი კვლევის შედეგები ფართო აუდიტორიას.
სტუმრები: ლუიზა ლაფერაძე – თბილისის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმის პედაგოგი ექსკურსიამძღოლი.
მაქი კვიციანი – თბილისის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმის ექსპოზიციის მენეჯერი.
წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: