პიკის საათი - „იდენტობა“ - ქოჩალოს ქართული წარწერა
პიკის საათი - „იდენტობა“ - ქოჩალოს ქართული წარწერა

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, ქოჩალოს ეკლესიის გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, უმნიშვნელოვანესი ქართული წარწერა გამოვლინდა. ასომთავრული ტექსტი X საუკუნის ბოლოსაა შესრულებული და ეკლესიისთვის მიწების შეწირვის შესახებ ჰყვება. წარწერაში ჰერეთის მეფე ადარნასე და დედოფალი დინარია ხსენებული. დღემდე მხოლოდ ნარატიული წყაროებით ცნობილი მეფე-დედოფალის მოხსენიების გარდა, უნიკალური აღმოჩენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარწერაში აღნიშნული საქართველოს ისტორიისთვის ამ დრომდე უცნობი რამდენიმე მმართველის სახელი და ისტორიული ჰერეთის უცნობი ტოპონიმი განსაზღვრავს.

სტუმარი: ბექა ბარამიძე – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.