პიკის საათი - პანტომიმის თეატრის მორიგი წარმატება!
პიკის საათი - პანტომიმის თეატრის მორიგი წარმატება!

საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრმა სერბეთში, მონოდრამისა და პანტომიმის 44-ე საერთაშორისო ფესტივალზე (27-30 ივნისი) გრანპრი მოიპოვა.​  ბელგრადში გამართულ ფესტივალში საქართველოს გარდა, სერბეთი, ხორვატია, გერმანია, ბულგარეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა მონაწილეობდნენ.

ფესტივალის პარალელურად, 28-30 ივნისს, ბელგრადმა მსოფლიო მიმების ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ მეორე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომელზეც საქართველოს პანტომიმის თეატრის წარმომადგენელმა პრეზენტაცია გამართა და ქართული პანტომიმის თეატრის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

სტუმარი: ამირან შალიკაშვილი (უმცროსი) – საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელი.

წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.