პიკის საათი - „იდენტობა“ - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივა
ვირუსული ეპიდემიის გავრცელების პრევენციისა და სოციალური დისტანცირების ღონისძიებების მხარდასაჭერად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი ავტოპარკი და ტექნიკური პერსონალი თვითიზოლირებაში მყოფი მოქალაქეების საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის პროგრამაში ერთვება. პერსონალის მიერ სამედიცინო უსაფრთხოებისა და ქცევის ნორმების სათანადო ტრენინგის გავლის შემდეგ, სააგენტოს მძღოლები სხვა მოხალისეებთან ერთად უშუალოდ მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ასაკოვან მოქალაქეებს. მათი სერვისის მისაღებად მოქალაქეები ქ, თბილისის მერიის (032) 2722222 და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცხელ ხაზს (032) 2961092 დაუკავშირდებიან.
რუბრიკის ავტორი: ნიკა ანთიძე – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: