ახალი ქართული სერიალი მთელი ოჯახისათვის პირველ არხზე 4 მარტიდან იწყება.
მრავალი წლის შემდეგ პირველად, საზოგადოებრივი მაუწყებელი მრავალსერიან ქართულ სერიალს წარმოგიდგენთ. „იდეალური დედა“ იტალიური ყოველდღიური სერიალის ანალოგია, რომელიც ტელეარხ „რაიზე“ გადის ეთერში. სერიალი 60 სერიას გააერთიანებს.
სტუმრები: ქეთი ელიეშვილი – სცენარისტი; ნინო შავგულიძე – მსახიობი.