გამოვიდა ანსამბლ „იალონის“ ახალი დისკი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის მახასიათებელი ნანებით შეიკრა. ალბომში ბებიების მიერ შესრულებული ნანებიცაა შესული.
ეს არის მედიტაციის ცოცხალი საშუალება, რომელიც ერთგვარად თერაპიულ ელემენტებსაც შეიცავს.
ჩანაწერში მოსიმენთ ცოცხალ შესრულებას. „ავადმყოფი მგოსანი“ – ბიძინა ღოღობერიძის სიმღერა აკაკი წერეთლის ლექსზე თამარ იშხნელის რეპერტუარიდან, რომელიც, გიორგი კეკელიძის რეკომენდაციით, „იალონმა“ მრავალხმიანი ვერსიით შემოგვთავაზა.
სტუმრები: ნინო ნანეიშვილი, ანა ლოლაშვილი, ნუკი შიხაშვილი, მარიამ გუჯეჯიანი და თეონა ბენაშვილი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: