პიკის საათი - 15.03.2024
პიკის საათი - 15.03.2024

1) პრემირა – 16 მარტს შანხაის „არტთეატრი“ შექსპირის „ჰამლეტს“ გოჩა კაპანაძის რეჟისურით წარადგენს

16-17 მარტს ჩინეთში, შანხაის „არტთეატრში“ გოჩა კაპანაძის მიერ დადგმული „ჰამლეტის“ პრემიერა შედგება!

რესპონდენტი: გოჩა კაპანაძე – რეჟისორი.

 

2) არტილერიის დღე

„ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი აფხაზეთის ომში, რომელიც სამი დღე გაგრძელდა. როდესაც მტერს წარმატებულად იგერიებ, კონტრშეტევაზე უნდა გადახვიდე. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ მზად აღმოვჩნდით ამ შეტევისთვის!“, – დავით ღვინჯილია.

„15-16 მარტი რეალურად ინიციატივის გავრცობის დღე იყო. ამ შემოტევის უკან უდიდესი გეგმა იდო, რომელიც რუსეთის გენერალურ შტაბში იწერებოდა. სამიზნე გუმისთა და კონკრეტულად ე.წ. „ახალი რაიონი“ იყო“, – კობა კობალაძე.

სტუმრები: კობა კობალაძე – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი;

დავით ღვინჯილია – 23-ე ბრიგადის I ბატალიონის მეთაური.

 

3) „ომს მშვიდობა“ – ბესო ხვედელძის მოთხრობების ახალი კრებული

„მე აფხაზეთის ომში კალმით ხელში ვარ ნამყოფი და ამ კრებულის სათაურადაც ერთ-ერთი მოთხრობის სათაური გამოვიტანე – „ომს – მშვიდობა“.

ბესო ხვედელიძე მოთხრობების ახალ კრებულს თავის გარდაცვლილ მეგობარს, ირმა კახურაშვილს უძღვნის. კრებულში შესული ექვსივე მოთხრობა საუკეთესო მეგობრების გახსენებაა.

სტუმარი: ბესო ხვედელიძე – მწერალი.

 

4) უცხოპლანეტელები არსებობენ! 

„ადამიანი კოსმოსს იკვლევს და იქ სიცოცხლის ნიშნებს ეძებს. მატერიალისტური მიდგომით მსგავსი კვლევა წარმოუდგენელია. ამ თავლსაზრისით, ადამიანი, რომელიც სრულყოფილი კომპიუტერი და  სამყაროსგან ენერგიის საუკეთესო მიმღებია, გაცილებით კარგ შედეგზე გადის, ვიდრე ტექნოლოგია“, – ერეკლე შონია.

15 მარტს მსოფლიო კონტაქტის დღეს აღნიშნავს. ეს დღე უცხოპლანეტელების ყველა მოყვარულს აერთიანებს, რათა ერთმანეთს გაუზიარონ ამბები, რაც სამყაროში სიცოცხლის განსხვავებული ფორმების არსებობის ალბათობას ამტკიცებს.

სტუმარი: ერეკლე შონია – უფოლოგი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: