პიკის საათი - „ჰუმანიტარული განათლების თანამედროვე პარადიგმა საქართველოში - არსებული რეალობა და სასურველი პერსპექტივა“
პიკის საათი - „ჰუმანიტარული განათლების თანამედროვე პარადიგმა საქართველოში - არსებული რეალობა და სასურველი პერსპექტივა“

„ჰუმანიტარული განათლება არის ის, რაც ადამიანს პიროვნებად აქცევს“ გია მურღულია.

საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ინიციატივით ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჰუმანიტარული განათლების თანამედროვე პარადიგმა საქართველოში – არსებული რეალობა და სასურველი პერსპექტივა“ მზადდება.

ჰუმანიტარული განათლების თანამედროვე ტენდენციები მსოფლიოში; საერთაშორისო დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავენ ამ პრობლემის მიმართ დამოკიდებულებას; შედარებითი პედაგოგიკის ანუ კომპარატივისტიკის მთავარი დებულებები ამ მიმართულებით; სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკული გამოცდილება; ვითარება საქართველოში – მთავარი პრობლემები და გამოწვევები – ასეთია საერთაშორსო კონფერენციია სამუშაო გეგმა.

სტუმარი: გია მურღულია – საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის დამფუძნებელი; ფილოლოგიის დოქტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: