გია ყანჩელი & The Georgian Six – „გზა ისევ შორია…“ – პროექტი, რომელსაც მსმენელი 2018 წლის 1 ნოემბერს, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე იხილავს.
პროექტში შესულია გია ყანჩელის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი მუსიკა კინოსა და სპექტაკლებისათვის. 15 მუსიკალური ნომერი, რომელსაც ჯგუფი ახლებური ინტერპრეტაციით შესთავაზებს მსმენელს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჯგუფ „The Georgian Six“– ის რიგით მეორე აუდიო ალბომის პრეზენტაცია.
სტუმრები: მუსიკოსი ია საკანდელიძე, ჯგუფ „The Georgian Six“-ის ხელმძღვანელი სოლომონ გოგილაშვილი, ქეთი ქართველიშვილი, ირაკლი ტყვაცირია, თორნიკე მერაბიშვილი, ზვიად მიჩილაშვილი და ვანო დვალიშვილი.