ჩოხატაურში, სოფელ ხიდისთავში 1912-1914 წლებში აშენებულ კალანდაძეების კუთვნილ ოდა-სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საცხოვრებელი სახლი ორ სართულიანია და კარგადაა მორგებული არსებულ რელიეფს. დათვალიერებისას პირველ სართულზე არსებულ, კვადრატული ფორმის დიდ სათავსო ოთახს ნახავთ, მეორე სართულზე კი სხვადასხვა ზომის ათი საცხოვრებელი ოთახი და ხის დეკორატიული ელემენტებით გაფორმებული ფართო, მოხატული აივანია. ასევე მოხატულია თითქმის ყველა ოთახის ჭერი და კედლები. მეორე სართულის ოთახებში დეკორატიული ნაძერწობით მორთული ხუთი ბუხარია.
რესპონდენტები: გიორგი გოგილაშვილი – მოლაშქრე, გიორგი კეკელიძე – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: