პიკის საათი - გრავიტაცია - ნახშირორჟანგის დონე ატმოსფეროში რეკორდულ ნიშნულს აღწევს
ყოველ ორშაბათს „პიკის საათი“ წარმოგიდგენთ რუბრიკას „გრავიტაცია,“ რომელიც კვირის განმავლობაში ყველაზე საყურადღებო სამეცნიერო მიღწევებსა და ექსპერიმენტებს გაგვაცნობს.
– ილონ მასკმა გამოაქვეყნა იმ თანამგზავრების ფოტო, რომლებმაც მსოფლიო ინტერნეტით უნდა მოამარაგონ;
– ტრამპი ნასას 2024 წელს მთვარეზე დასაბრუნებლად დამატებით 1,6$ მილიარდს სთავაზობს;
– 2024 წელს ნასა მთვარეზე ქალ ასტრონავტსაც გაგზავნის;
– მზის მსგავს შორეულ ვარსკვლავთან პლანეტების დაბადების პროცესს ფოტო გადაუღეს;
– ნახშირორჟანგის დონემ ატმოსფეროში კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მაღალ, საგანგაშო ნიშნულს მიაღწია;
– ქარვის ნატეხში 100 მლნ წლის წინანდელი ზღვის ბინადრები აღმოაჩინეს;
– ეგვიპტის უდაბნოს უცნაური, ყვითელი მინის ქვების წარმოშობის საიდუმლო ამოხსნილია;
– ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერი აცხადებს, რომ მსოფლიოს ყველაზე იდუმალი წიგნი გაშიფრა.
ავტორი: მიხეილ ჭაბუკაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.