პიკის საათი - ,,გრაკლიანის წარწერამ ჩვენი დამწერლობის ისტორია 1500 წლით დააძველა“
პიკის საათი - ,,გრაკლიანის წარწერამ ჩვენი დამწერლობის ისტორია 1500 წლით დააძველა“

საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით გრაკლიანის გორაზე მიმდინარე არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგად დადგინდა, რომ ქართველებს, დამწერლობა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, მეათე საუკუნეში გვქონდა.  ეს არის საკურთხევლის პოსტამენზე დატანილი, ძვ. წ.აღ-ის X საუკუნით დათარიღებული ათი ასო-ნიშანი,  რომელიც გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი 11 ხვადასხვა პერიოდის კულტურული ფენიდან ერთ-ერთია და რომელიც ახლოსაა  მესოპოტამიის ტერიტორიაზე გავრცელებულ დამწერლობის სისტემებთან.

„როგორც ადამიანი განსხვავდება ცხოველისაგან აზროვნებით, ისე ერი განსხვავდება ბარბაროსებისაგან დამწერლობით“ – ვახტანგ ლიჩელი.

  • 11 ივლისს, 19:00 სთ-ზე, საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში შედგება, ქართველი რეჟისორის, ქალბატონი ლელა წიფურიას დოკუმენტური ფილმის – „გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლო“ ჩვენება.

სატელეფონო ჩართვა: ვახტანგ ლიჩელი – არქეოლოგი; ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლიგიის მიმართულების პროფესორი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: