23 მარტს მსახიობი გიზო სიხარულიძე 90 წლის გახდებოდა.
გიზო სიხარულიძე მუშაობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში; თბილისის მოზარდმაყურებელთა ქართულ თეატრში; თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; რუსთაველის თეატრში; ძირითადად ასრულებდა სახასიათო როლებს; საუკეთესო როლები: მირანგულა (გ. ჩიტაიშვილის „მირანგულა“), არტური (ე. ლ. ვოინიჩის „კრაზანა“), პაპა გაბო (ა. აღლაძის „შავთვალა გოგონა“), გია (მ. ბარათაშვილის „ჩემი ყვავილეთი“), ყრუ (ნ. ჰიქმეთის „დამოკლეს მახვილი“), კოხტაია (ა. ცაგარელის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), ინკვიზიტორი (ჟ. ანუის „ჟანა დარკი“), მსახიობი (ე. დეფილიპოს „კომედიის ხელოვნება“), კოსტილიოვი (მაქსიმ გორკის „ფსკერზე“), ტიბორცი (ი. კატონას „ბანკბანი“) და სხვა. მას გამორჩეული ადგილი ეკავა მხატვრული კითხვის ჟანრში; მუშაობდა აგრეთვე საქართველოს რადიოსა და ტელევიზიაში.
სტუმარი: თემურ ჩალაბაშვილი – საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე.
სატელეფონო ჩართვა: ნათელა მუხულიშვილი – რუსთავის პროფესიული დარამატული თეატრის მსახიობი.
წამყვანი: ლანა ბლიაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.