პიკის საათი - „ღვთისგან კურთხეული დირიჟორი“
პიკის საათი - „ღვთისგან კურთხეული დირიჟორი“

ჯანსუღ კახიძის პოპულარობა უცხოეთში XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როდესაც მან „შვიდკაცა“ შექმნა და მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალზე, მოსკოვში, ოქროს მედალი მოიპოვა. კონცერტის შემდეგ, ქართველების შესრულებით მოხიბლული ჟიურის თავმჯდომარე ჟერარ ფილიპი კულისებში შევიდა და ჯანსუღ კახიძეს სიმღერა სთხოვა. მას შემდეგ ქართველი დირიჟორის წარმატებისა და პოპულარობის არაერთი ამბავი შეიტყო მსოფლიომ.

ჩანაწერში საუბარია ჯანსუღ კახიძის საერთაშორისო ავტორიტეტის შესახებ.

სტუმარი: რუსუდან წურწუმია – ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: