პიკის საათი - „ღამე მუზეუმში“
პიკის საათი - „ღამე მუზეუმში“

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (US AID) პროგრამა „ზრდა“ – ს ორგანიზაციული და ფინანსური პარტნიორობის  საფუძველზე, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღეს – „ღამე მუზეუმში“ მასშტაბური გამოფენებითა და სხვა სანახაობებით აღნიშნავს. აქციის ფარგლებში ვარძიის განათებული კომპლექსი ვიზიტორებს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს. საღამოს 18 საათიდან მუზეუმი ვარძიის არქიტექტურული კომპლექსის ქვედასივრცე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მოღვაწე ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრებსა და აგრო-სამრეწველო დარგში ჩართული ფერმერების ნაწარმს დაეთმობა. „ღამე მუზეუმში“ ღონისძიებების პროგრამას თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ეფექტებით გაფორმებული სანახაობრივი წარმოდგენა დაასრულებს.

სატელეფონო ჩართვა: ნიკოლოზ ანთიძე – რუბრიკა „იდენტობის“ ავტორი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი.

წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.