პიკის საათი - გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციაში გამომცემელთა უფლებებს ჩვენი თანამემამულე დაიცავს
გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც 84 წევრ ასოციაციას აერთიანებს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ჯობავა გამოცემის თავისუფლების ცხრაკაციანი კომიტეტის წევრად 73 ხმით აირჩიეს. კომიტეტი განიხილავს, ეხმიანება და აკრიტიკებს იმ დარღვევებს, რომლითაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები და ადამიანთა გარკვეული ჯგუფები გამომცემლების უფლებებს არღვევენ. სწორედ ეს კომიტეტი გასცემს ვოლტერის პრემიას, რომელიც გამოცემისა და სიტყვის თავისუფლებისთვის უშიშრად მებრძოლ გამომცემლებს გადაეცემათ.
„ეს ნამდვილად ისაა, რასაც მინდა, რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე ვემსახურებოდე – ადამიანებს, მათ თავისუფლებას, მათ თავისუფალ სიტყვას. თავს არ დავზოგავ, რომ ნდობა გავამართლო!“ – გვანცა ჯობავა.
სტუმარი: გვანცა ჯობავა – საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: