პიკის საათი - გამოხმაურება პირველი არხის დოკუმენტური  სერიალის „ერი და პრესა“ გამო
პიკის საათი - გამოხმაურება პირველი არხის დოკუმენტური  სერიალის „ერი და პრესა“ გამო

„ვისაც ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაზე თამაზ ჯოლოგუას ლექციები მოუსმენია, არასდროს დაავიწყდება ამ შესანიშნავი მეცნიერისა და პედაგოგის ნაუბარი ჩვენი ჟურნალისტიკის დიად წარსულზე. რიტორის ოსტატობითა და ჩვეული ენამზეობით წარმოსახული ერის ამაგდართა პორტრეტები ახლა ეკრანულ სახეებად იქცნენ“ – ასე გამოეხმაურა მანანა შამილიშვილი საქართველოს პირველი არხის მიერ გადაღებულ დოკუმენტური ფილმების სერიალს „ერი და პრესა“

„ჩვენი ძვირფასი კოლეგა აქ უკვე კადრებად გაცოცხლებულ ისტორიას მოგვითხრობს. სცენარის ავტორიც თავად გახლავთ და მწერალ კოტე ჯანდიერთან ერთად ქმნის უნიკალურ მედიატექსტს ქართულ პრესაზე, მე-19 საუკუნის დიდ სამოქალაქო ჟურნალისტიკაზე, რომელმაც ეროვნული ენერგიისგან დაცლილი საზოგადოება გამოაფხიზლა და ქვეყანა ასიმილაციის საფრთხისგან იხსნა.“

სატელეფონო ჩართვა: მანანა შამილიშვილი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი; პროფესორი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: