„ლექსიკონზე მუშაობისას ძალიან ძნელია წერტილის დასმა: ლექსიკონი ხომ ის ნაწარმოებია, რომელიც მუდმივ დახვეწას, განახლებას, შევსებას საჭიროებს. ხანგრძლივი დაძაბული მუშაობის შემდეგ ინგლისური ენის ქართველ შემსწავლელებს ვთავაზობთ „ინგლისურ-ქართული სასწავლო ლექსიკონის“ პირველ გამოცემას. ლექსიკონზე მუშაობა კი გაგრძელდება მომდევნო გამოცემებისათვის“ – წერს ინგლისურ-ქართული სასწავლო ლექსიკონის რედაქტორი გამოცემის წინასიტყვაობაში.
სტუმარი: თინათინ მარგალიტაძე – ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ლექსიკოგრაფი.
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: