პიკის საათი - „გამბედაობა - ახალგაზრდა ქალების ამბები ბავშვობის ასაკში და იძულებით ქორწინების შესახებ“
საქართველოს, ბავშვობის ასაკში ქორწინებით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს აღმოსავლეთ ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით ქორწინება 18 წლიდანაა. 20-დან 24 წლამდე ქალების 14% საქართველოში 18 წლამდე ასაკშია დაქორწინებული.
წიგნი „გამბედაობა – ახალგაზრდა ქალების ამბები ბავშვობის ასაკში და იძულებით ქორწინების შესახებ“ შვიდი ახალგაზრდა ქალის ისტორიას გვიამბობს, რომლებმაც ბავშვობის ასაკში ქორწინება, ან ქორწინების იძულება (მათ შორის, მოტაცების გზით) გამოიარეს. ზოგმა მაშინვე შეძლო თავი დაეღწია არასასურველი ქორწინებისთვის, ზოგმა კი ეს რამდენიმე წლის შემდეგ მოახერხა. რამდენიმემ ოჯახში ძალადობაც განიცადა, დღეს კი თითოეულმა მათგანმა თავისუფლება მოიპოვა.
სტუმარი: გოგა ხატიაშვილი – წიგნის ავტორი; სამართლის მაგისტრი; ადამიანის უფლებათა ექსპერტი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: