ფული ყველაზე უტყუარი დოკუმენტია, რომელიც მოგვითხრობს მისი მოჭრის მომენტისათვის ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. ქართული ნუმიზმატიკის 26-საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მონეტების ფორმა, სტილი, წარწერები და გამოსახულებები იცვლებოდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად, რაც საშუალებას გვაძლევს, მივადევნოთ თვალი ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიას.
- რამდენიმე თვის წინ გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით პროექტი განხორციელდა, რომლის იდეაც ეროვნული გმირი ქალის, მარო მაყაშვილის გამოსახულებით სიმბოლური კუპიურის შექმნა იყო. უშუალოდ პროექტზე გრაფიკულმა დიზაინერმა, ანნა გუგუტიშვილმა იმუშავა.
რესპონდენტები: ნათია ფიფია – თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ანნა გუგუტიშვილი – გრაფიკოს-დიზაინერი
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: