„ფრანგული კინო: ახალი ტალღა, ახალი თაობა“ – ფილმების რეტროსპექტივაა, რომელიც 12 აპრილიდან დაიწყო ეროვნული არქივის კინოთეატრში.
ჩვენება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის, თბილისისა და პარიზის ფრანგული ინსტიტუტების, ასევე საქართველოში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობით იმართება. 12 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით ნაჩვენები იქნება რვა ფრანგული მხატვრული და დოკუმენტური ფილმი მაღალი ხარისხით, ორიგინალის ენაზე, ქართული და ინგლისური სუბტიტრებით, DCP ფორმატში.
სტუმარი: ნინო ძანძავა – პროგრამის კურატორი.
წამყვანი: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.