პიკის საათი - „ფრაგმენტები“ - გიორგი ლობჟანიძის რადიოდებიუტი „პიკის საათში“
„კურთხეულია ხე ზეთისხილისა, არც დასავლურია, არც – აღმოსავლური“ – პარადიგმა, რომელიც გიორგი ლობჟანიძისათვის საქართველოსთან ასოცირდება!
…სოფელში, სკივრში მიგნებული თურქული ზღაპრებიდან დაწყებული სიყვარული, რომელიც მოგვიანებით ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანებმა გაამძაფრა და ერთ მშვენიერ დღეს ცხოვრებისეული და პროფესიული განვითარების სრულიად სხვა ნაკაში ჩაიკარგა.
„დავიმახსოვროთ ყოველი წამი – ხე, ბალახები, ნამი, ჩიტები,
რითაც ერთმანეთს, თუკი წავედით, მაინც შევძლებთ და მოვეჭიდებით“ – გიორგი ლობჟანიძე.
ჩვენ დავიმახსოვრეთ…
„პიკის საათის“ „ლიტერატურულ სალონში“ გიორგი ლობჟანიძის რადიოდებიუტი 13 წლის წინ შედგა.