ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემიის ფეისბუქ გვერდზე ფოტო აიტვირთა, რომელმაც საზოგადოების ყურადღება იმთავითვე მიიპყრო.
მინაწერში ვკითხულობთ:
„ეს უნიკალური ფოტო 80-იან წლებში ბიჭვინთაშია გადაღებული. ოთარ ჭილაძე იყო ჩასული აფხაზეთში.
გურამ ოდიშარია და რაულ ჩილაჩავა ესტუმრნენ და ეს ფოტო დარჩა ისტორიას…“
ვინ და რა ვითარებაში გადაიღო ეს კადრი?
რა ისტორია შემორჩა ჩვენთვის ესოდენ ძვირფასი ადამიანების მეხსიერებას?
ვინ არის ანდრეი ნიმენკო?
გურამ ოდიშარიასა და რაულ ჩილაჩავასთან გასაუბრებით არა მხოლოდ ამ ფოტოს გადაღების ამბის აღდგენა გახდა შესაძლებელი, არამედ იმ ადამიანის სახისა და სახელისაც, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ხსოვნას.
ავტორი: ეკა ტალახაძე.