რა მოუტანეს, ერთსა და იმავე, 1862 წელს, დაბადებულმა, ვაჟა-ფშაველამ და ფიროსმანმა ჩვენს სულიერებას – იმ მეტაფიზიკურ ქვეყანას, საიდანაც ოდესღაც მოვსულვართ?
როგორია დიდი ხელოვანების საკომუნიკაციო ენა და რისგან იხსნეს ვაჟამ და ფიროსმანმა აბსტრაქტული იდეოლოგიების მსხვერპლი საზოგადოება?
ფიროსმანის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებული ერთ-ერთი ვერსიით, საავადმყოფოს ჩანაწერების წიგნში ვკითხულობთ: 1918 წელი, 04.05, ანუ 4 მაისი. შემდეგ რუსული ტექსტით იკითხება, რომ ეს არის უცნობი ავადმყოფი, რომელსაც ფილტვების შეშუპება აქვს, უგონოდაა და საკუთარ გვარ-სახელს ვერ ასახელებს. ამიტომ გატარებულია როგორც: „мужчина неизвестного звания“.
სატელეფონო ჩართვა: ზაზა ფირალიშვილი – ფილოსოფოსი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: