პიკის საათი - ფერმწერი ჩერჩილი
პიკის საათი - ფერმწერი ჩერჩილი

მხატვრობა დიდი ბრიტანელის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ხატავდა როგორც შინ, ისე სამუშაო კაბინეტში და ღია ცის ქვეშ. სახატავი საშუალებები დაჰქონდა ყველგან – მოგზაურობისას, თუ საქმიანი ვიზიტებისას.

1915 წლის ბოლოს, როდესაც სამხედრო სამსახურს დაუბრუნდა, ისინი დასავლეთის ფრონტზეც კი წაიღო და საომარ ოპერციებს შორის თავისუფალ დროს პეიზაჟების ხატვით იქცევდა თავს.

თურმე პიკასოს უინსტონ ჩერჩილზე უთქვამს, პოლიტიკაზე დრო რომ არ დაეკარგა, მისგან დიდი მხატვარი დადგებოდაო.

ავტორი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: