სიტყვა ფერმატო გაბმით, უწყვეტად შესრულებაა, უმთავრესად მუსიკალური ნაწარმოების ბოლო ან კულმინაციურ ტაქტში, ხმის უწყვეტობის ეფექტის მისაღებად. აქ მთელი შინაგანი სამყარო უნდა ჩართო, რათა ნაწარმოების შინაარსი წარმატებულად დაასრულო. აქ, თითქმის მათემატიკური სიზუსტეა საჭირო იმ ერთი წამის გადმოსაცემად, რომელიც შეჩერებული წამის სრულყოფილებას ქმნის. არტ გალერეა ვაკეში ხუთი მხატვარი ქალის გამოფენა შედგება, სადაც ნინა კობაიძის ფერმატო, ანუ პლასტიკაში გადატანილი მოძრაობა გამოფენის არსს შესანიშნავად ხსნის.
სტუმარი: ნანა ნოზაძე – მხატვარი, მოქანდაკე.
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: