პიკის საათი - ფედერიკო ფელინისა და ტონინო გუერას 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამოები
იტალიის საელჩო საქართველოში და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წარმოგიდგენთ ფედერიკო ფელინისა და ტონინო გუერას 100 წლისთავისადმი მიძღვნილ რეტროსპექტივას. რეტროსპექტივას ახლავს ფოტოგამოფენა „ფელინი 8 ½“ პოლ რონალდის ფოტოსურათებში. რეტროსპექტივა და ფოტოგამოფენა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შიდა ეზოში 2, 3, 4, 5 ოქტომბერს გაიმართება.
სტუმარი: ნინო ანჯაფარიძე – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: