პიკის საათი - ევროპული ენების მსოფლიო დღე
პიკის საათი - ევროპული ენების მსოფლიო დღე

26 სექტემბერს მსოფლიო ევროპული ენების დღეს აღნიშნავს. სიუჟეტის რესპონდენტები ის ადამიანები არიან, რომელთა ნაწილისთვის უცხო ენის შესწავლა პროფესიული ვალდებულებაა, ნაწილისთვის კი თითქმის ცხოვრების წესად ქცეულა.

პოლიგლოტი რესპონდენტები: გიორგი ბარამიძე – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ფლობს 14 ენას,

დავით ჯიჯეიშვილი – ოზურგეთელი ახალგაზრდა, რომელმაც 6 ენა იცის,

მარიო ბიშარა – არაბი, რომელიც 6 წელია საქართველოში ცხოვრობს, საუბრობს  5 ენაზე, მათ შორის ქართულად.