პიკის საათი - ერთი კვირის განმავლობაში თბილისი ლიტერატურის ქალაქი იქნება
შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესს (International Comparative Literature Congress) მასპინძლობენ.
25 ივლისს, თბილისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მასპინძლობით შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო XXIII კონგრესი გაიხსნა. კონგრესს 2000-მდე დელეგატი ესწრება. მსოფლიოს წამყვანი ლიტერატურათმცოდნეები, კრიტიკოსები, კულტუროლოგები, მთარგმნელები, გამომცემლები, მწერლები.
2022 წლის კონგრესის თემაა „მსოფლიო ლიტერატურების გადააზრება: გლობალური და ლოკალური, ცენტრალური და მარგინალური მიმართულებები“.
ფორუმი, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს და იმართება სამ წელიწადში ერთხელ, ძლიერ ქვეყნებსა და წამყვან საუნივერსიტეტო ცენტრებში. კონგრესს სხვადასხვა დროს მასპინძლობდნენ ვენეცია, ტოკიო, პარიზი, ვენა, მაკაუ და სხვა შესანიშნავი ქალაქები, რომელთა რიგებსაც 2022 წელს თბილისიც შეუერთდება.
სატელეფონო ჩართვა: ირმა რატიანი – შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: