12 თებერვლიდან, არტარეას გალერეაში, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, Postred-ის პროექტი „ექო“ დაიწყება და 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
„ექო“ აუდიო-ვიზუალური ინსტალაციაა, რომელიც ადამიანებისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა. ეს არის ერთგვარი ინტერაქციული მოგზაურობა, რომელიც ჯერ არარსებულ ნაწარმოებში პერსონაჟად გვამოგზაურებს, მოგზაურობის ბოლოს კი თავიდან „დავიბადებით“.
თავდაპირველად, „ექო“ შავი, ბნელი ოთახია. აქ შესულ ადამიანს მხოლოდ სარკეებად ქცეული კედლები და მოციმციმე გამოსახულება დახვდება. მოგზაურს თან მხოლოდ პლანშეტი აქვს, რომლის ეკრანზეც ნელ-ნელა კითხვები ისახება. ყოველ კითხვაზე გაცემულ პასუხს, ოთახში გაფანტული შესაბამისი ხმები და გამოსახულება მოჰყვება. დაახლოებით ხუთწუთიანი ციფრული თავგადასავლის შემდეგ კი ოთახიდან შემოქმედებითად დატვირთული ადამიანი გამოდის.
სატელეფონო ჩართვა: ნიკა ესებუა – „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტების კოორდინატორი,
ზვიად მღებრიშვილი – პროექტის მუსიკის ავტორი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: