8 დეკემბერს, ეკატერინე გაბაშვილის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, მწერალთა სახლში გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის პროფესორის ლელა გაფრინდაშვილის საჯარო ლექცია – „ეკატერინე – განმანათლებლობის ქალიშვილი“.
ლელა გაფრინდაშვილი ისაუბრებს მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, გასული საუკუნის დასაწყისის ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის ისტორიაზე და ამ საქმეში ეკატერინე გაბაშვილის ღვაწლსა და დამსახურებაზე.
სატელეფონო ჩართვა: ლელა გაფრინდაშვილი – თსუ-ის პროფესორი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: